პოლიეთილენის მილები თუ მეტალის მილები

მეტალის მილები მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო უპირობო არჩევანიდა დომინირებდა ინფრასტრუქტურულ ლანდშაფტში, თუმცა ბოლო წლებში, რაც პოლიეთილენის მილების (PE100) გამოყენება ფართოდ დაიწყო და მისი არაერთი დადებითი თვისება გამოიკვეთა, ხშირად ჩნდება კითხვა, Polyethylene
Pipes
თუ მეტალის მილები, ანუ ინოვაციური თუ ტრადიციული? კითხვაზე პასუხს აუცილებლად იპოვით, თუ ბლოგის ბოლომდე გამოგვყვებით, „ქართული მილის“ ხარისხიანი პოლიეთილენის მილების თვისებებს გაეცნობით და ჩვენთან ერთად შეადარებთ მათ მეტალის მილების თვისებებთან. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ მათ შორის არჩევანის გაკეთება გავლენას ახდენს ეფექტურობაზე, გამძლეობასა და გარემოს მდგრადობაზე. ჩვენი კომპანიისთვის საამაყოა, რომ ბაზარზე გამოჩენიდან რამდენიმე წელში უკვე ასობით მომხმარებელი არჩევს ჩვენს ინოვაციურ პროდუქციას სხვა ალტერნატივებისგან.

pe100 პოლიეთილენის მილის წარმოების პროცესი

მეტალის, მაგალითად ფოლადის ან რკინის მილი, ხასიათდება მექანიკური სიმტკიცით და მაღალი წნევის გამძლეობით. სწორედ ამ თვისებების მეშვეობით იყო იგი სისტემების უცვლელი ნაწილი, თუმცა სიმტკიცე და წნევისადმიგამძლეობა პოლიეთილენის მილების ძლიერი მხარეებიცაა, რაც შიგთავსის ეფექტურ გადაადგილებას უწყობს ხელს.

ამასვე განაპირობებს შიდა გლუვი ზედაპირიც, რაც მეტალის მილს არ აქვს. იგი ამცირებს ხახუნის ძალას, აუმჯობესებს სითხის ნაკადს და ზოგავს ენერგიას წყლის გამანაწილებელ ქსელებში. მეტალის მილებს, პოლიეთილენის მილებისგან განსხვავებით არ გააჩნიათ ქიმიური რეზისტენტულობა, რის გამოც ვერ უძლებენ კოროზიას, აბრაზიას და სხვა ქიმიურ პროცესებს, საბოლოოდ დამაზიანებლებისადმი ამგვარი მგრძნობიარობა დაჟანგვას, დაზიანებასა და გაჟონვას იწვევს, რაც გარემოს მნიშვნელოვანწილად აზიანებს. ყოველივე ეს აჩენს მეტალის მილების ხშირი გამოცვლის საჭიროებას, ეს კი საკმაოდ დიდ ენერგიასთან, ხარჯებთან და სხვა სახის რესურსებთანაა დაკავშირებული. პოლიეთილენის მილების გამოყენების შემთხვევაში კი გაჟონვის, დაზიანებისა და ხშირი გამოცვლის საჭიროება ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან იგი უზრუნველყოფს ხანგრძლივ მომსახურებას მინიმალური ტექნიკური მოთხოვნებით.

მეტალის მილების დამონტაჟება რთული პროცესია, რაც დიდ ენერგიას და დროს საჭიროებს.  სიმძიმის გამო რთულია მათი ტრანსპორტირება, ხოლო სასურველი სტრუქტურის ასაწყობად ხშირ გადაბმებს, შედუღებებს მოითხოვს. პროცესის სირთულიდან გამომდინარე ამგვარ პროექტებს ბევრად მეტი დრო სჭირდება, ვიდრე პლასტმასის მილების დამონტაჟებას, რომლებიც თავისი მოქნილობით, სიმსუბუქითა და დრეკადობით საშუალებას გვაძლევენ ფიტინგებისმინიმალური რაოდენობით, მცირე ენერგიით, ზედმეტი ხარჯების გარეშე, მარტივად და მცირე დროში ავაწყოთ მთელი სისტემა. გარდა ამისა, მეტალის მილები, პოლიეთილენის მილებისგან განსხვავებით, არაგანახლებადია, რაც აძლიერებს ნახშირბადის ემისიას და ხელს უწყობს ბუნებრივი რესურსების ამოწურვას.  PE100 მილი კი გამოირჩევა გარემოსდაცვითი მდგრადობით, იგი სრულად გადამუშავებადია და მეტალის მილებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ ენერგიას მოითხოვს.

მიუხედავად იმისა, რომ მეტალის მილს არაერთი დადებითი თვისება აქვს, უარყოფითიც მრავლადაა, მისი გამოყენებით ჩნდება პრობლემები, რომელთა არსებობის რისკიც მინიმუმამდე დადის პოლიეთილენის მილების გამოყენებისას. თუ თქვენი სურვილი სანდო, მტკიცე და გამძლე სისტემების შექმნაა, მაშინ არჩევანი აუცილებლად ინოვაციური პოლიეთილენის მილის სასარგებლოდ უნდა გააკეთოთ. უფრო სწორად თქვენს სასარგებლოდ, რადგან „ქართული მილის“ პოლიეთილენის მილები შეძენიდან მალევე მოგიტანთ მნიშვნელოვან სარგებელს და თქვენს გაზისა თუ წყლის სისტემებს უმტკიცესს გახდის.

Share

More

“ქართული მილი” როგორც ლიდერი ბაზარზე

სამშენებლო ინდუსტრიაში წარმატების მიღწევა რთული ამოცანაა, მაგრამ როდესაც კომპანია ამას ადგილობრივი წარმოების, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და მაღალი ხარისხის წყალობით ახერხებს, ეს

როგორ შევარჩიოთ წყლის მილის დიამეტრი

წყლის სისტემის დაგეგმვისას ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სწორად შერჩეული წყლის მილის დიამეტრია. არასწორი დიამეტრის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის წნევის დაკარგვა,

კერძო სახლის საკანალიზაციო სისტემა

სანიტარული სისტემების პროექტირება კერძო სახლებში – ინვესტიცია კომფორტსა და უსაფრთხოებაში

სახლი მხოლოდ კედლები და სახურავი არ არის – ის სივრცეა, სადაც ჩვენი ყოველდღიურობა ფორმირდება. თუმცა კომფორტისა და კეთილდღეობის უკან ხშირად

როგორ ავირჩიოთ გაზის მილის დიამეტრი

გაზის სისტემის დაგეგმვისას ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი მილის დიამეტრის სწორად შერჩევაა. სწორად შერჩეული დიამეტრი უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის უწყვეტ მიწოდებას, მომხმარებლების