რა არის პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილები – როდის და რა შემთხვევაში გვჭირდება ის

დაბალი ფასის, გამძლეობისა და მარტივად დამონტაჟების გამო, პოლიეთილენის მილები ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და სხვა მასალებს ანაცვლებს. ,,ქართული მილის“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა სწორედ პოლიეთილენის მილების წარმოებაა. 2017 წლიდან ვამზადებთ პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილებს, რომელთა დიამეტრი 20 მმ-დან 630 მმ-მდე, ხოლო წნევის დიაპაზონი PN6-დან PN25-მდეა. საქართველოშიპოლიეთილენის მილების პოპულარიზაციაში ჩვენმა კომპანიამ  დიდი წვლილი შეიტანა.

პოლიეთილენის მილების მთავარი დადებითი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ მასალა ქიმიურად ნეიტრალურია, არ გამოყოფს რაიმე ნივთიერებას და არც რეაქციაში შედის. აქედან გამომდინარე, იგი გაზისა და სასმელი წყლისთვის იდეალურია, რადგან აირისა თუ სითხის შემადგენლობას არ ცვლის.აღსანიშნავია ისიც, რომ პოლიეთილენის მილები მსუბუქია და მარტივად იჭრება, რაც მას კიდევ უფრო კომფორტულს ხდის. მისი გამძლეობა საშუალოდ 50 წელია, ამ ხნის განმავლობაში, თქვენი გაზისა და წყლის სისტემები მაქსიმალურად დაცული იქნება.

სწორად შერჩეული გაზის მილები მომხმარებელთა უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია, მცირე დარღვევამაც კი შესაძლოა დიდი პრობლემები გამოიწვიოს. ჩვენი პოლიეთილენის გაზის მილები შეესაბამება ISO 17484-1:2012 და EN 155-2:2021 სტანდარტებს. მაღალ ხარისხს დაზიანებისა და გაჟონვის რისკები ფაქტობრივად მინიმუმამდე დაჰყავს. პოლიეთილენი არ ატარებს ბგერას, რის გამოც გაზის მილები ,,მშვიდია“. ძალიან მარტივია პოლიეთილენის გაზის მილებით მოწყობილი სისტემის გადაკეთება, რაშიც მასზე დამაგრებული ფიტინგები დაგეხმარებათ.

გაზის მილების მსგავსად, არანაკლებ საფრთხილოა მილების შერჩევა სასმელი წყლისთვისაც. შერჩეული მასალა უნდა იყოს აბსოლუტურად სუფთა, რათა ადამიანის ორგანიზმში არ მოხვდეს რაიმე სახის მავნე ნივთიერება. ჩვენი კომპანიის მიერ წარმოებული პოლიეთილენის სასმელი წყლის მილები აკმაყოფილებს EN 12201-2:2011 და IOS 4427-1:2019 სტანდარდებს. პოლიეთილენი არ უცვლის წყალს გემოს და შემადგენლობას, ამასთანავე, პოლიეთილენის სასმელი წყლის მილების შიდა ზედაპირი გლუვია და წყლის ნაკადს წინაღობას ვერ უქმნის, შედეგად მასში წყლის გატარებას ნაკლები ელექტროენერგია და შესაბამისად, ნაკლები ხარჯები სჭირდება.

2017 წლიდან დღემდე, პოლიეთილენის მილების წარმოების კუთხით კომპანიას დიდი გამოცდილება დაუგროვდა. ჩვენი ვაწარმოებთ ხარისხიან ქართულ პროდუქტს, რომელიც შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტებს. შეგიძლიათ თქვენი კომფორტი და უსაფრთხოება პოლიეთილენის სასმელი წყლისა და გაზის მილებს უშფოთველად ანდოთ.

Share

More

ყველაფერი თანამედროვე გაზგაყვანილობის სისტემების შესახებ

ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალა, რომელსაც დღესდღეობით იყენებენ გაზის სადენების სისტემების ასაწყობად, არის პოლიეთილენი (PE). ეს მასალა გამოირჩევა მრავალი უპირატესობით, მათ

რა შეიძლება გამოიწვიოს არასწორად მოწყობილმა სადრენაჟე სისტემამ?

სადრენაჟე სისტემა არის სტრუქტურირებული სისტემა, რომელიც გამოიყენება მიწისქვეშა ან ზედაპირული წყლების ეფექტიანი ტრანსპორტირებისთვის, რათა თავიდან იქნას აცილებული წყლის დაგროვება და

როგორ ავაწყოთ ეფექტური და საიმედო სარწყავი სისტემა პოლიეთილენის მილებით

სარწყავი სისტემის მოწყობა პოლიეთილენის მილებით ეფექტური და გრძელვადიანია. ამ ტიპის მილები მდგრადია გარემო პირობების მიმართ და მარტივია დასამონტაჟებლად. პოლიეთილენის მილებით

სანიაღვრე ქსელის აწყობა

სანიაღვრე ქსელის აწყობა  სანიაღვრე ქსელის მოწყობა გოფრირებული და სპირალურ გოფრირებული მილებით ასფალტის დაგებამდე მოიცავს რამდენიმე ძირითად ეტაპს, თუმცა ამ ეტაპებზე

Start typing to see products you are looking for.