როგორ ავირჩიოთ სწორი საკანალიზაციო მილი კერძო სახლისთვის

კერძო სახლის საკანალიზაციო სისტემა

სახლის მშენებლობა მხოლოდ კედლების აღმართვა და სახურავის გადახურვა არ არის — ის დეტალებით იწყება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი საკანალიზაციო სისტემაა, რომელიც უზრუნველყოფს სისუფთავეს, ჯანმრთელ გარემოსა და ყოველდღიური კომფორტის შეუფერხებელ ფუნქციონირებას. სწორედ ამ სისტემის სწორად მუშაობაზეა დამოკიდებული, რამდენად გამართული, ჰიგიენური და საიმედო იქნება თქვენი ახალი სახლი. ამისთვის კი მთავარი როლი ეკისრება სწორად შერჩეულ საკანალიზაციო მილებს. 

გაინტერესებთ “როგორ აარჩიოთ საკანალიზაციო მილი, რომელიც არასოდეს გიღალატებს?” – სწორ ადგილას მოხვდით. ამ სტატიაში ჩვენ ერთად გავარჩევთ ყველა იმ ნიუანსს, რომელიც დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.

1. განსაზღვრეთ სანტექნიკის სისტემის მოცულობა და დატვირთვა

პირველი ნაბიჯია სველი წერტილების რაოდენობის განსაზღვრა, ესენი შეიძლება იყოს სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი, სარეცხი მანქანა და სხვა. რაც უფრო მრავალფეროვანია სახლის საკანალიზაციო სისტემა, მით უფრო დიდი დატვირთვა ექნება მილებს. სწორედ ეს განსაზღვრავს, რამდენად დიდი დიამეტრის მილებია საჭირო.

2. როგორ ავირჩიოთ საკანალიზაციო მილის დიამეტრი

მილის დიამეტრი უნდა შეესაბამებოდეს იმ ნაკადს, რომელსაც ის უნდა გაუმკლავდეს. საშუალოდ, კერძო სახლისათვის რეკომენდებულია:

  • 50 მმ დიამეტრის მილები – სააბაზანოსა და სამზარეულოს ნიჟარებისთვის
  • 75 მმ დიამეტრის მილები – სარეცხი მანქანისთვის
  • 100–110 მმ დიამეტრის მილები – ტუალეტის ჩასარეცხად და ძირითადი წყლის ნაკადის გადასაადგილებლად

არასწორად შერჩეული საკანალიზაციო მილის დიამეტრი ხშირად იწვევს წყლის დაგუბებას ან არასათანადო გადინებას.

3. მილების მასალა – პლასტმასი თუ თუჯი?

თანამედროვე საკანალიზაციო მილები უმეტესად პლასტმასისგან (პოლიეთილენისა ან პოლიპროპელინისგან) მზადდება – ისინი მსუბუქია, არ ჟანგდება და მარტივად მონტაჟდება. თუჯის მილები კი იშვიათად გამოიყენება, ძირითადად ისტორიულ შენობებში ან მძიმე დატვირთვის მქონე ზონებში.

პლასტმასის საკანალიზაციო მილის უპირატესობები:

  • კოროზიისადმი მდგრადობა
  • მარტივი მონტაჟი
  • მსუბუქი წონა

4. ტექნიკური რეკომენდაციები

მონტაჟის მომზადება

სამუშაოს დაწყებამდე:

  • პროექტის შედგენა: დეტალური გეგმა უნდა მომზადდეს ყველა საკანალიზაციო მილისა და შეერთების ელემენტით.
  • ნებართვები: დარწმუნდით, რომ გაქვთ ყველა საჭირო ნებართვა.
  • წყლის წყაროების მოცემულობა: გაითვალისწინეთ სახლის წყლის მოხმარების მოცულობა.

ზამთრისთვის მზადება

  • მილების დაცვა: მკაცრი ზამთრის პირობებში აუცილებელია გარე საკანალიზაციო მილების შეფუთვა,რათა თავიდან ავიცილოთ მილების გასკმოდა და დაზიანება. 
  • იზოლაცია: საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ თერმო-იზოლაციური მასალები.
  • ტექნიკური სერვისი: ყოველწლიური ტექნიკური შემოწმება უზრუნველყოფს სისტემის ხანგრძლივ მუშაობას.
  • ეკომეგობრულობა 

4. ყურადღება მიაქციეთ მილების დახრილობასა და განლაგებას

საკანალიზაციო მილები უნდა დამონტაჟდეს დახრილად, თითო მეტრზე მინიმუმ 1 სმ დაქანებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, წყალი და მყარი ნაწილაკები არ გადაინაცვლებს სათანადოდ, რაც გამოიწვევს მილების გაჭედვას.

5. დააკვირდით ხარისხის მაჩვენებლებს

მილების ყიდვისას ყურადღება მიაქციეთ:

ვიზუალურ ხარისხს: საკანალიზაციო მილები უნდა იყოს თანაბარი, დაზიანების გარეშე.

სერტიფიკატებს: დარწმუნდით, რომ პროდუქტი აქვს ხარისხის სერტიფიკატი.

გარანტიას: კვალიფიციური მწარმოებელი გთავაზობთ მინიმუმ 10 წლიან გარანტიას.

5. უპირატესობა მიანიჭეთ სანდო მწარმოებლებს

როდესაც კონკრეტული საკანალიზაციო მილი უნდა შეიძინოთ, აუცილებლად შეარჩიეთ სანდო ბრენდი. დაბალი ხარისხის მილები დროთა განმავლობაში შეიძლება დაიბზაროს, დაკარგოს ჰერმეტულობა და გამოიწვიოს გაჟონვა.

სასურველია, ადგილობრივი კლიმატისა და მიწისქვეშა პირობების გათვალისწინება – ზოგ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი გამძლეობის (მაგ. ორმაგი კედლის) მილები.

რა სურს მომხმარებელს დღეს, როცა საქმე საკანალიზაციო სისტემებს ეხება? — ხარისხი, გამძლეობა და ნდობა. სწორედ ამ ღირებულებებზე დგას ქართული მილი — ქართული წარმოების წამყვანი ბრენდი, რომელიც ახალ სტანდარტს ქმნის ადგილობრივ სამშენებლო ბაზარზე.

✅ რატომ „ქართული მილი“?

🔧 სანდოობა, რომელიც პრაქტიკამ დაამტკიცა
„ქართული მილის“ მიერ წარმოებული პოლიპროპილენის (PPR) საკანალიზაციო მილები შექმნილია ევროპული სტანდარტების მიხედვით და სრულად შეესაბამება როგორც ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების, ისე ფართომასშტაბიანი პროექტების მოთხოვნებს.

🌡️ მდგრადობა ტემპერატურის მიმართ – 60°C-მდე
ეს ნიშნავს, რომ საკანალიზაციო მილები იდეალურად გამოდგება როგორც ცივი, ისე თბილი წყლის გადინებისთვის — სტაბილურად და დაუზიანებლად.

📏 მრავალფეროვანი ზომები – 50 მმ-დან 160 მმ-მდე დიამეტრით
კომპანია გთავაზობთ სხვადასხვა ზომის და სიგრძის მილებს — 100 მმ-დან 3000 მმ-მდე. ნებისმიერი პროექტისთვის. 

🌍 ადგილობრივი წარმოება — მსოფლიო დონის ხარისხით
ჩვენ ვამაყობთ, რომ ვმუშაობთ საქართველოში, მაგრამ კონკურენციას ვუწევთ საერთაშორისო ბაზარს. „ქართული მილი“ აწარმოებს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ ინდუსტრიული ნდობის სიმბოლოს.

სწორი საკანალიზაციო მილის შერჩევა სახლის საკანალიზაციო სისტემისთვის ნიშნავს ხანგრძლივობას, სიმშვიდესა და დაცულობას. გაითვალისწინეთ მილის დიამეტრი, მასალა, დახრილობა და ხარისხი – და თქვენი სანტექნიკური სისტემა დიდი ხნის განმავლობაში იმუშავებს ეფექტურად.

როგორ შევუკვეთოთ?

„ქართული მილთან“ მარტივი კომუნიკაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

  • ტელეფონით: +995 551 03 03 03
  • ელფოსტით: info@geopipe.ge
  • ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.geopipe.ge/contact-us/
  • მისამართი:ქ.თბილისი, ქიზიყის ქ. N42

ჩვენი გუნდი მზად არის, რომ დაგეხმაროთ შესაფერისი პროდუქციის შერჩევაში და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის. დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან ეწვიეთ ჩვენს ოფისს კონსულტაციისთვის. 

გაზიარება:

მეტი სიახლე

გოფრირებული მილები რთულ მეტეოლოგიურ პირობებში

გოფრირებული მილის უპირატესობები მძიმე კლიმატურ პირობებში

თანამედროვე წყალგაყვანილობის სისტემები სულ უფრო ხშირად დგება ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე კლიმატური პირობები — ძლიერი წვიმები,

რატომ ჯობია პლასტმასის მილები რკინისას

პლასტმასის მილები თუ მეტალის? – რა უნდა ვიცოდეთ არჩევისას

სანტექნიკური სისტემის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მილის ტიპის არჩევა. ბაზარზე გავრცელებულია ორი ძირითადი მასალა – პლასტმასის მილები და მეტალის

გოფრირებული მილების უპირატესობები

რატომ ირჩევენ გოფრირებულ მილებს დრენაჟისა და წყალმომარაგებისთვის?

დღეს, როცა ქალაქები ფართოვდება და ინფრასტრუქტურული დატვირთვა იზრდება, ყოველი დეტალი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. თანამედროვე სამშენებლო სექტორში მზარდია მოთხოვნა ხარისხიან, მდგრად

ფიტინგის დაერთება

ფიტინგები, სხვადასხვა ტიპის მილების სრულყოფილი შეერთებისთვის – პროფესიონალის რჩევები

ფიტინგები მილების სისტემების განუყოფელი ნაწილია, რომლებიც უზრუნველყოფენ მილების სწორ, უსაფრთხო და მყარ შეერთებას. მათი გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს დანაკარგებს და უზრუნველყოფს

Start typing to see products you are looking for.