როგორი ტიპის ფიტინგებს იპოვით გოფრირებული მილებისთვის ჩვენს მრავალფეროვან პროდუქციაში

ამა თუ იმ ტიპის სისტემის მოწყობის პროცესის გასამარტივებლად, ,,ქართული მილი“ გთავაზობთ გოფრირებული მილების ფიტინგებისმრავალფეროვან არჩევანს. სხვადასხვა ფორმის, ზომისა და დანიშნულების მქონე, მაღალი ხარისხის ფასონური ნაწილები შექმნილია იმისთვის, რომ მჭიდროდ დააკავშიროს თქვენი მილები ერთმანეთთან, უზრუნველყოს უსაფრთხოება, ეფექტურობა და გრძელვადიანი გამძლეობა. ჩვენი ფიტინგი ეხმარება თქვენს გოფრირებულ მილებს ფუნქციის შეუფერხებლად შესრულებაში, თქვენ კი მათ მოსავლელად მინიმალურ რესურსს ხარჯავთ.

გამძლე კონსტრუქციის მქონე გოფრირებული ადაპტორი, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო, გაჟონვის გარეშე კავშირს და შექმნილია სხვადასხვა ზომის ან ტიპის გოფრირებული მილების მოსაწყობად, ჩვენი მნიშვნელოვანი პროდუქტია. იგი გამოირჩევა ზუსტი ინჟინერიით, კოროზიისადმი გამძლეობით, მოსახერხებელი დიზაინითა და მარტივი დამონტაჟების შესაძლებლობით, რაც იმაში გამოიხატება, რომ არ საჭიროებს სპეციალური ხელსაწყოებისა და აღჭურვილობის გამოყენებას. თავსებადია გოფრირებული მილებისა და ფიტინგების ფართო სპექტრთან, რაც მას შესაფერისს ხდის სხვადასხვა სახის სისტემებისთვის.. უსაფრთხოებისთვის საჭირო პროდუქტია გოფრირებული მაგადმყვანიც, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სხვადასხვა ტიპის მასალები დააკავშიროს ერთმანეთს. ის უზრუნველყოფს უსაფრთხო და სტაბილურ კავშირს  მილებს შორის, რაც ამცირებს მოძრაობას და თქვენს სისტემას მთლიანობას უნარჩუნებს.

სისტემის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი დაცვა, რისთვისაც იდეალური საშუალება გოფრირებული დამხშობია. ის ლუქავს გოფრირებული მილების დაბოლოებებს და იცავს ნამსხვრევების, წყლის,  ტენიანობისა და სხვა დამაზიანებლებისგან. ჩვენი გოფრირებული დამხშობი გამოირჩევა გამძლე აგებულებითა და ადვილად დასამონტაჟებელი დიზაინით, რაც უზრუნველყოფს მილების მჭიდრო დაჭერას და მაქსიმალურ დაცვას.

ჩვენი კომპანია გთავაზობთ გოფრირებული მუხლის ორ სახეობას, გოფრირებული მუხლი 45 და გოფრირებული მუხლი 90. ეს ფიტინგები გამოიყენება მილსადენის მიმართულების შესაცვლელად, როგორც სადრენაჟო, ისე სანტექნიკის და სხვა სახის სისტემებში. გოფრირებულ მუხლს აქვს მოსახვევი, იდაყვის ფორმის მონაკვეთი გოფრირებული გარე ზედაპირით, რაც მას მილის მოძრაობის, გაფართოებისა და შეკუმშვის შესაძლებლობას აძლევს. გოფრირებული დიზაინი უზრუნველყოფს მოქნილობას და ხელს უშლის მილის დახვევას ან დაზიანებას. ამგვარი ფიტინგების სახელები მათ გრადუსულ ზომაზე მიუთითებს, გოფრირებული მუხლი 45 მილებს 45 გრადუსით უცვლის მიმართულებას, გოფრირებული მუხლი 90 კი 90 გრადუსით.

ჩვენს პროდუქციაში იპოვით გოფრირებულ ოთხკაპს და გოფრირებულ სამკაპს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მილების მთლიანობის დაცვაში. გოფრირებული ოთხკაპი ემაგრება ოთხ მილს, მისი მეშვეობით შეგიძლიათ ორი ცენტრალური მილის გადაბმას დააკავშიროთ კიდევ ორი მილი, რომლებსაც სასურველ მიმართულებას მისცემთ. გოფრირებული სამკაპი კი, როგორც თავად სიტყვა გვეუბნება, სამი მილის დაერთების საშუალებას იძლევა. ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ  გოფრირებული სამკაპი 45 და გოფრირებული სამკაპი 90, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად შექმნათ თქვენთვის საჭირო მიმართულების მქონე მილებით შემდგარი სისტემა. ამასთანავე ჩვენთან დაგხვდებათ გოფრირებული სამკაპი ადაპტორი 45 და გოფრირებული სამკაპი ადაპტორი 90. ისინი იმავე თვისებებით ხასიათდებიან, როგორც ზემოთ განხილული გოფრირებული ადაპტორები, მათი მეშვეობით შეგიძლიათ შექმნათ მოსახერხებელი განშტოება და შეერთება, რომელიც გაუძლებს მკაცრ პირობებს და თქვენი მილების იდეალურ დამცავად იქცევა.

გარდა ამისა, გთავაზობთ გოფრირებულ ქუროს, რომელიც თქვენი სისტემების მყარ გადაბმებზე იქნება პასუხისმგებელი, მყარი გადაბმები კი ავტომატურად განაპირობებს მათ მრავალწლიან უპრობლემო გამოყენებას. ჩვენთან შეძენილი რეზინის შუასადები კი შეავსებს თქვენი გოფრირებული მილების სისტემას და ინსტალაციის პროცესსაც გაამარტივებს.

ფიტინგების ყოვლისმომცველი ასორტიმენტი, მაღალი ხარისხის მასალებით, ზუსტი ინჟინერიითა და მარტივი ინსტალაციის მახასიათებლებით უზრუნველყოფს თქვენი სისტემების ხანგრძლივ და გამართულ ფუნქციონირებას. გოფრირებული ფიტინგები დაგიზოგავთ დროს, ხარჯებს და ენერგიას. ენდეთ ჩვენს გამოცდილებას და შედეგს თავადვე იხილავთ.

გაზიარება:

მეტი სიახლე

პოლიპროპილენის მილის უპირატესობები თანამედროვე სანტექნიკურ სისტემებში

სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში იმდენად ხშირია, რომ ადამიანთა უმეტესობა ერთხელ მაინც მდგარა ამ სირთულის წინაშე, რომლის მოგვარებაც ხშირად საკმაოდ

ფიტინგების გამოყენება დაქსელვის პროცესში

იმის მისახვედრად, თუ რამდენად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ფიტინგი, გეტყვით, რომ მის გარეშე სისტემის აწყობა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან სწორედ მისი მეშვეობით

გოფრირებული მილების დადებითი გავლენა გარემოზე

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ეკომეგორბულ გოფრირებულ მილს, რომელიც გარემოსთან ჰარმონიულ ურთიერთობას ამყარებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს მის მდგრად განვითარებას, რაც

პოლიეთილენის მილები თუ მეტალის მილები

მეტალის მილები მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო უპირობო არჩევანიდა დომინირებდა ინფრასტრუქტურულ ლანდშაფტში, თუმცა ბოლო წლებში, რაც პოლიეთილენის მილების (PE100) გამოყენება ფართოდ დაიწყო და

Start typing to see products you are looking for.