რა არის და რისთვის გამოიყენება პოლიეთილენის სასმელი წყლის და გაზის მილების ფიტინგები

ქართული მილის კიდევ ერთი უპირატესობა ისაა, რომ ჩვენი კომპანია მილების გარდა ფიტინგებსაც, ანუ მილების დამაკავშირებელ გადასაბმელებსაც გთავაზობთ. დაინტერესებულ პირებს, სასურველი მილის შერჩევისას შეგიძლიათ მასთან ერთად ფიტინგებიც შეიძინოთ. ამ არჩევანით დაზოგავთ თანხას, დროს და ხარისხითაც უპირობოდ კმაყოფილი დარჩებით, რადგან ჩვენი მილი თქვენს სამსახურში რამდენიმე ათეული წელი იქნება.

ფიტინგი ის მნიშვნელოვანი დეტალია, რომლის გარეშეც სისტემის აწყობა წარმოუდგენელია, ხოლო ხარისხიან, გამძლე და მრავალწლიან სისტემას ასეთივე ხარისხის ფიტინგები სჭირდება, ვინაიდან უხარისხო მასალამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, როგორც დამონტაჟებისას, ისე მისი შემდგომი გამოყენების დროსაც. ,,ქართული მილი“ პოლიეთილენისა და პოლიპროპილენის მილებისთვის ამზადებს სხვადასხვა ტიპის, ზომისა და ფორმის ფიტინგებს, რომელთაგან გაჟონვა, სწორი დამონტაჟების შემთხვევაში, ფაქტობრივად გამორიცხულია. ჩვენს მიერ დამზადებული პოლიეთილენის მილებისთვის განკუთვნილი ფიტინგები ისეთივე გამძლე და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია, როგორიც თავად პოლიეთილენის გაზისა და სასმელი წყლის მილები, რომელთა ჰიგიენურობა, კოროზიისა თუ მზისადმი გამძლეობა და ძლიერი წყალგამტარიანობის შესაძლებლობა მრავალჯერაა გადამოწმებული და აღიარებული, როგორც ექსპერტთა, ისე ჩვენი პროდუქციის მომხმარებელთა მხრიდან.

ელექტროფუზიური შეერთება გულისხმობს მილის შეერთებას გარე ზედაპირის დნობით, ელექტრული ინდუცირებული სითბოს წყაროს გამოყენებით. გამდნარი მასალა უერთდება შესაბამის ფიტინგს და ქმნის ძლიერ შეერთებას, რის გამოც იგი იდეალურია გაზისა და წყლის მილებისთვის, ვინაიდან მყარი შეერთება გამორიცხავს გაჟონვას და სისტემას უსაფრთხოს ხდის. პირპირზე შედუღების ტექნიკა ასევე ფართოდაა გავრცელებული, ამ პროცესში ცხელდება ორი მილის ბოლოები და ერთმანეთს უერთდება. შედეგად მიღებული შეერთება იმგვარივე მტკიცე და ძლიერია, როგორც მთლიანი მილი. რაც შეეხება მექანიკური იგივე კომპრესიული ფიტინგებს, მისი გამოყენებით პოლიეთილენის მილებს ერთმანეთთან სწრაფად, სპეციალური აღჭურვილობისა და სითბოს გარეშე დააკავშირებთ. შედგება მექანიკური ნაწილისა და რეზინის რგოლისგან (იგივე სალნიკი), რაც დაჭიმვისას მჭიდრო კავშირს უზრუნველყოფს. დამონტაჟების პროცესში, ამგვარი ფიტინგი გამოირჩევა მოქნილობით, სწორედ სიმარტივისა და მოქნილობის გამოა იგი ძალიან პოპულარული.

შეგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანია პლასტმასის მილებს, კერძოდ პოლიეთილენის სასმელი წყლის და გაზის მილებს  2017 წლიდან აწარმოებს. 20 მმ-დან 630 მმ-მდე დიამეტრისა და PN6-დან PN25-მდე წნევის დიაპაზონის მქონე მილები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, გაზის მილის შემთხვევაში აკმაყოფილებს ISO 17484-1:2012 და EN 155-2:2021 მოთხოვნებს, ხოლო წყლის მილის შემთხვევაში ISO 4427-1:2019 და EN 12201-2:2011-ს. ,,ქართული მილის“ მიერ შემოთავაზებული სამივე ტიპის ფიტინგები კი აქტიურად გამოიყენება გაზისა და წყლის ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რაც მათი სიმტკიცითა და საიმედოობითაა განპირობებული.

გაზიარება:

მეტი სიახლე

პოლიპროპილენის მილის უპირატესობები თანამედროვე სანტექნიკურ სისტემებში

სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში იმდენად ხშირია, რომ ადამიანთა უმეტესობა ერთხელ მაინც მდგარა ამ სირთულის წინაშე, რომლის მოგვარებაც ხშირად საკმაოდ

ფიტინგების გამოყენება დაქსელვის პროცესში

იმის მისახვედრად, თუ რამდენად მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს ფიტინგი, გეტყვით, რომ მის გარეშე სისტემის აწყობა ფაქტობრივად შეუძლებელია, რადგან სწორედ მისი მეშვეობით

გოფრირებული მილების დადებითი გავლენა გარემოზე

ჩვენი კომპანია გთავაზობთ ეკომეგორბულ გოფრირებულ მილს, რომელიც გარემოსთან ჰარმონიულ ურთიერთობას ამყარებს და გრძელვადიან პერსპექტივაში ხელს უწყობს მის მდგრად განვითარებას, რაც

პოლიეთილენის მილები თუ მეტალის მილები

მეტალის მილები მრავალი ათწლეულის განმავლობაში იყო უპირობო არჩევანიდა დომინირებდა ინფრასტრუქტურულ ლანდშაფტში, თუმცა ბოლო წლებში, რაც პოლიეთილენის მილების (PE100) გამოყენება ფართოდ დაიწყო და

Start typing to see products you are looking for.