პოლიპროპილენის მილის უპირატესობები თანამედროვე სანტექნიკურ სისტემებში
სანტექნიკასთან დაკავშირებული პრობლემები ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებაში იმდენად ხშირია, რომ ადამიანთა უმეტესობა ერთხელ მაინც მდგარა ამ სირთულის წინაშე, რომლის მოგვარებაც ხშირად საკმაოდ დიდი ფინანსური ხარჯებისა და ენერგიის ფასად გვიჯდება. ბოლო წლებში ბაზარზე პოლიპროპილენის მილების გამოჩენამ და პოპულარობის სწრაფად მოპოვებამ აჩვენა, რომ ამ მასალისგან დამზადებული მილი ამცირებს სანტექნიკის პრობლემებს და არაერთი სახის სარგებელს გვთავაზობს. „Geopipe“ აწარმოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის, პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის მილები და საკანალიზაციო მილებს.

მილის უმთავრესი დადებითი თვისება გამძლეობა და გამოყენების ხანგრძლივობაა, ამ მხრივ გამორჩეული პოლიპროპილენის მილები უძლებენ, როგორც მაღალ, ისე დაბალ ტემპერატურას, წნევასა და კოროზიასაც კი. ტემპერატურისადმი მედეგობა მისი დიდი პლუსია იმდენად, რამდენადაც მილებს ხშირად სწორედ ეს აზიანებს, ქიმიური რეზისტენტულობა კი შესაძლებლობას გვაძლევს გამოვიყენოთ იგი სხვადასხვა გარემო პირობებში ისე, რომ პირვანდელ თვისებებს არ დაკარგავს და არც მასში გამავალ ნივთიერებაზე მოახდენს გავლენას, ანუ არ შეუცვლის ქიმიურ შემადგენლობას. ინტენსიური მჟავებიდან დაწყებული, ტუტე ხსნარებით დამთავრებული ვერცერთი ქიმიური მინარევი მასზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს, მილი უცვლელი რჩება, ინარჩუნებს სტრუქტურულ მთლიანობასა და ხარისხს. სწორედ ამ თვისებების გამო იგი შეგვიძლია გამოვიყენოთ არამხოლოდ საყოფაცხოვრებო, ასევე სამრეწველო და კომერციული სანტექნიკის პროექტებში.
ქიმიური წინააღმდეგობის გარდა, პოლიპროპილენის მილებს გააჩნიათ შესანიშნავი თბოიზოლაციის თვისებები, რაც ამცირებს სითბოს დაკარგვას და საჭიროებს ნაკლებ ენერგიას, აგრეთვე ხელს უწყობს წყლის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, აძლიერებს საერთო ეფექტურობას და ამცირებს ხარჯებს. აგრეთვე, ამ მილების ჰერმეტული დალუქვა, მჭიდროდ შეერთების შესაძლებლობა, სიმყარე და მოქნილობა, გამორიცხავს დაზიანებას და გაჟონვას, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ ზემოთხსენებული ხარჯები მინიმუმამდე დავიდეს. ხარჯებს ამცირებს ისიც, რომ ამ ტიპის მილები არ საჭიროებს რეგულარულ მოვლას.

„ქართული მილი“ ითვალისწინებს იმას, რომ ისევე როგორც სხვა მრავალი სფეროსთვის, მდგრადი განვითარება სამშენებლო და სანტექნიკის სფეროებისთვისაც პრიორიტეტულია, რათა მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ ისე, რომ ბუნებას მინიმალური ზიანი მივაყენოთ, ასევე აღსანიშნავია რომ ჩვენი კომპანია მაქსიმალურად ეკომეგობრული კომპანია. ამ კუთხით უნდა აღინიშნოს, რომ პოლიპროპილენის მილები ეკოლოგიურად მართლაც რომ კეთილგანწყობილია, რადგან იგი დამზადებულია გადამუშავებადი მასალისგან, აქვს ხანგრძლივი მომსახურების ვადა და ხელს უწყობს გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.
თანამედროვე სანტექნიკის სისტემებში პოლიპროპილენის მილის უპირატესობები სწორედ მისი მრავალმხრივი დადებითი თვისებებითაა განპირობებული. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კომპანიის წყლის მილები, რომლებიც პოლიპროპილენისგანაა დამზადებული, შეესაბამება ISO15874 სტანდარტებს, ხოლო საკანალიზაციო მილის დიამეტრის დიაპაზონი არის 50 მმ-დან 160 მმ-მდე, სიგრძე კი 100 მმ-დან 3000 მმ-მდე. დროა დაუმეგობრდეთ პოლიპროპილენის მილებს და დაივიწყოთ სანტექნიკის პრობლემები.
გაზიარება:
მეტი სიახლე

ეკოლოგიურად სუფთა გადაწყვეტილებები: როგორ ამცირებს პლასტმასის მილები გარემოზე ზემოქმედებას
დღეს, როცა გარემოსდაცვითი გამოწვევები ყოველდღიური რეალობა გახდა, თითოეული ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილება ბევრად მეტი მნიშვნელობით იტვირთება, ვიდრე უბრალოდ ტექნიკური არჩევანი. ყოველი მილსადენი,

დაგეგმე წინასწარ – როგორ დაგიზოგავს სწორად დაგეგმილი სადრენაჟე სისტემა ათწლეულების ხარჯს
სწორად დაპროექტებული და დამონტაჟებული სადრენაჟე სისტემა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ნებისმიერი შენობისა თუ მიწის ნაკვეთის გრძელვადიანი მდგრადობისა და ექსპლუატაციისთვის. ის არა მხოლოდ

ინჟინერიის მომავალი: როგორ ცვლის გოფრირებული მილები ინფრასტრუქტურის სტანდარტებს
თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება მუდმივ ინოვაციებს მოითხოვს. ბოლო ათწლეულების განმავლობაში გოფრირებული მილები რევოლუციურ ცვლილებებს ახდენენ სამშენებლო და საინჟინრო სტანდარტებში. ეს ტექნოლოგია,

რა შეცდომებს უშვებენ ყველაზე ხშირად მშენებლები მილის მონტაჟისას და როგორ ავიცილოთ თავიდან?
ეფექტური წყალგამტარი და დრენაჟის სისტემები იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე უბრალოდ წყლის გადაადგილებას, ეს ნიშნავს შენობების უსაფრთხოებას, გზების გამართულობას და გარემოს