რა უპირატესობები აქვს პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილების სისტემას?

თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის ,,ქართული მილი“ პოლიპროპილენისგან დამზადებულ 50 მმ-დან 160 მმ-მდე დიამეტრისა და 100 მმ-დან 3000 მმ-მდე სიგრძის მქონე საკანალიზაციო მილებსაც გთავაზობთ. პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილები, როგორც თავად სახელწოდება გვეუბნება, გამოიყენება კანალიზაციის სისტემისთვის. მათ აქვთ გამძლე სტრუქტურა, შესაბამისად შერჩეული საკანალიზაციო მილები ხანგრძლივად მოგემსახურებათ. გამძლეობა და სხვა თვისებები დასტურია იმისა, რომ ჩვენი კომპანიის მიერ დამზადებული საკანალიზაციო მილები ნამდვილად მაღალი ხარისხისაა და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

წყალმომარაგების მილების მსგავსად, პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილებსაც ახასიათებთ გამძლეობა კოროზიისადმი და წინააღმდეგობა სხვადასხვა ქიმიკატების მიმართ, რის მეშვეობითაც ისინი უმკლავდებიან კანალიზაციის შემადგენელ მავნე ნივთიერებებს, შედეგად ნივთიერებები ვერ შედიან რეაქციაში მილთან და ვერ აზიანებენ მას. რაც შეეხება მილის შიდა გლუვ ზედაპირს, ის ამცირებს ხახუნს, სწორედ მისი მეშვეობით ნარჩენები სწრაფად, შეუფერხებლად გადაადგილდება და არ რჩება მილის ზედაპირზე, რაც ამცირებს კანალიზაციის მილების გაჭედვის საშიშროებას. პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილი მაღალი ტემპერატურისადმი გამძლეობითა და სითბოს შენარჩუნებით გამოირჩევა, აგრეთვე უძლებს მაღალ წნევას.  საკანალიზაციო მილებში წნევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კარგი ნაკადით გამდინარე წყალი მარტივად ასუფთავებს სველ წერტილებს და თქვენს კომფორტს განაპირობებს.

კანალიზაციის სისტემის სწორად თუ არასწორად მოწყობა პირდაპირ აისახება ჩვენს ჯანმრთელობაზე, რადგან ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი ჰიგიენაა, ხოლო ჰიგიენისთვის მეტად მნიშვნელოვანია ხარისხიანი საკანალიზაციო სისტემის არსებობა. აღსანიშნავია, რომ პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილები შეიძლება შეერთდეს თერმული შერწყმის მეთოდების გამოყენებით, რის შედეგადაც იქმნება მყარი შეერთება და საკანალიზაციო სისტემა მაქსიმალურად მდგრადია გაჟონვის მიმართ. ეს საკითხი საკანალიზაციო სისტემისთვის მართლაც გადამწყვეტია, რადგან გაჟონვამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას ჯანმრთელობას და გარემოსდაცვითი პრობლემები გამოიწვიოს.

ზემოთ განხილული თვისებები პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილებს სხვადასხვა ტიპის კანალიზაციისა და ჩამდინარე წყლებისთვის გამოსაყენებლად იდეალურს ხდის. აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ წყლის მილების მსგავსად მათი დამონტაჟებაც მარტივია, რაც მსუბუქი წონითა და მოქნილობითაა განპირობებული.  განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილების  ხანგრძლივი გამძლეობა, რადგან სწორედ ამის გამოა იგი შეუცვლელი კანალიზაციის სისტემებში მიწისქვეშა გამოყენებისთვის. პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილები კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ,,ქართული მილი“ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც სამომავლოდ კიდევ მეტ ინოვაციას შემოგთავაზებთ.

Поделиться:

Узнать Больше

Რა ნედლეულისგან მზადდება პოლიეთილენის მილი და რა უპირატესობები აქვს მას?!

პოლიეთილენის მილები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ თუ სოფლის მეურნეობის პროექტებში,  მათი შესანიშნავი თვისებებისა და მრავალფეროვანი გამოყენების გამო.   პოლიეთილენის მილები ძირითადად

გოფრირებული მილის როლი სახელმწიფო პროექტებში

Სახელმწიფო პროექტებში გოფრირებულ მილებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ის გამოიყენება როგორც ინსფრასქტრუქტურისთვის, როგორიცაა ავტომაგისტრალებისა და გზების მშენებლობა, ასევე სანიაღვრე, სადრენაჟე და

Პოლიეთილენის მილის როლი სარწყავ სისტემებში

სარწყავი სისტემების გაუმართავობის გამო ყოველწლიურად ტრილიონობით ტონა წყალი იკარგება, ამიტომ Მილების სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია სარწყავი სისტემების გამართულად მუშაობისთვის.  პოლიეთილენის მილები 

Кабельные гофрированные трубы

საკაბელო გოფრირებული მილები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისა და უახლესი ტექნოლოგიის კომბინაციით, ეს არის მილების ის კატეგორია, რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა

Start typing to see products you are looking for.