Полипропиленовые (ППР) Трубы для Холодной и Горячей Воды

მარტივი არ არის შეარჩიო მასალა, რომელიც თანაბრად რეზისტენტული და მტკიცეა, როგორც ცივი, ისე ცხელი წყლის მიმართ. პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილები კი სწორედ ასეთი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა, რის გამოც მილები გამოიყენება ნებისმიერი შიდა გაყვანილობის წყლის სისტემაში, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე, კომერციულ გარემოში.

პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილები მახასიათებლები:

მილების დიაპაზონი და ტემპერატურის მიმართ მდგრადობა:

პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილების დიამეტრის დიაპაზონი არის 20 მმ-დან 110 მმ-ის ჩათვლით, მილების სიგრძე კი 4000 მმ.  “ქართული მილი” 2024 წლიდან PPR ცივი და ცხელი წყლის მილებს ISO 15874 სტანდარტების შესაბამისად აწარმოებს. ცივი წყლის მილები არის PN16 და PN20 წნევის დიაპაზონის, ხოლო PN20 და PN25 წნევის დიაპაზონით იწარმოება ცხელი წყლის მილები, რომლებიც ინარჩუნებენ მდგრადობას ტემპერატურის ცვლილებისას და მათი გამოყენებისას თავიდან ავიცილებთ გაჟონვას, ხშირი გამოცვლის საჭიროებასა და სხვა სახის პრობლემებს.

პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილების Მასალა და სტრუქტურა:

PPR ცივი და ცხელი წყლის მილები დამზადებულია პოლიპროპილენისგან და იდეალურად გამოიყენება ცივი და  ცხელი წყლის სისტემებში. პოლიპროპილენი არის პროპილენისგან მიღებული თერმოპლასტიკური პოლიმერი, რომელიც სპეციფიკური თვისებებითა და გამძლეობით ხასიათდება. აღნიშნულ მილებს აქვს შიდა გლუვი ზედაპირი, რაც უზრუნველყოფს წყლის შეუფერხებელ მოძრაობას.

PPR ცივი და ცხელი წყლის მილების Სიმსუბუქე და მარტივი მონტაჟი:

PPR ცივი და ცხელი წყლის მილებს აქვს მსუბუქი წონა, რაც აადვილებს მათ დამუშავებას და დამონტაჟებას ტრადიციულ ლითონის მილებთან შედარებით. მილები არის მყარი და მოქნილი, ილუქება ჰერმეტულად და მჭიდროდ ერთდება, ეს კი გამორიცხავს დაზიანებას და გაჟონვას. 

პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილების უპირატესობები:

პოლიპროპილენის მილების გამძლეობა:

PPR წყლის მილების გამოყენების ხანგრძლივობა ნახევარ საუკუნეს აღწევს. მილები უძლებს, როგორც დაბალ, ისე მაღალ ტემპერატურას, რაც მაქსიმალურად ამცირებს გაჟონვის რისკს და ხშირი გამოცვლის საჭიროებას. იგი მდგრადია კორიზიისა და კონდესატის მიმართ, ეს ყველაფერი კი მისი დიდი პლუსია, რადგან მილები ხშირად, სწორედ, ამ მიზეზებით ზიანდება. ხანგრძლივად გამოყენების შესაძლებლობას ისიც განაპირობებს, რომ პოლიპროპილენის მილები მარტივად არ დეფორმირდება და გამძლეა დაწოლისა და დარტყმის მიმართ. პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილებს, ასევე, აქვთ ქიმიური მდგრადობა, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ ის სხვადასხვა გარემო პირობებში გამოვიყენოთ ისე, რომ პირვანდელ თვისებებს არ დაკარგავს, ვერცერთი ქიმიური მინარევი მასზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენს, მილი უცვლელი რჩება და ინარჩუნებს სტრუქტურულ მთლიანობასა და ხარისხს. 

პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილების ეკომეგობრულობა:

PPR ცივი და ცხელი წყლის მილების ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა, ნაკლები ენერგიის მოხმარება მისი მაღალი თბოიზოლაციიდან გამომდინარე ამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას, იგი არის გადამუშავებადი, რის გამოც ეკოლოგიურად ნაკლებად დამაზიანებელია. PPR ცივი და ცხელი წყლის მილები, ასევე, მდგრადია მრავალი ქიმიური ნივთიერების მიმართ, არ შეიცავს ფოსფორს, ჰალოგენსა და კადრიუმს, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ პოლიპროპილენის მილი ჰიგიენური და ქიმიური მინარევებისგან სუფთაა, შესაბამისად საფრთხეს არ წარმოადგენს ჯანმრთელობისთვის, რადგან იგი წყლის შემადგენლობას ოდნავაც არ ცვლის.

 Ხარჯების სიმცირე:

პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილების მდგრადობა, სიმყარე, მონტაჟის სიმარტივე და მსუბუქი წონა საგრძნობლად გვეხმარება ხარჯების დაზოგვაში. ასევე, აღნიშნულ მილებს აქვთ შესანიშნავი თბოიზოლაციის თვისებები, რაც ამცირებს სითბოს დაკარგვას და საჭიროებს ნაკლებ ენერგიას, ეს ყველაფერი კი თავის მხრივ ხელს უწყობს წყლის მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას, ძლიერდება საერთო ეფექტურობა და ამის ხარჯზეც იზრდება ეკონომიურობა.

Სად შეიძლება გამოიყენოთ პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილები:

პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR) მილები გამოიყენება სხვადასხვა წყლის სისტემაში, ყველგან, სადაც სანტექნიკის სისტემები მოითხოვს გამძლე და საიმედო მილს, როგორც ცივი, ასევე ცხელი წყლის განაწილებისთვის.

პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის (PPR)გამოყენება:

საცხოვრებელ კორპუსებში :

PPR მილები ხშირად გამოიყენება საყოფაცხოვრებო სანტექნიკის სისტემებში ცივი და ცხელი წყლის მიწოდებისთვის. ისინი კოროზიისადმი მდგრადობის გამო იდეალურია ამ მიზნით გამოსაყენებლად.

კომერციული და სამრეწველო დანიშნულების შენობებში:

PPR ცივი და ცხელი წყლის მილები, ასევე, მისი გამძლეობის და სიმტკიცის გამო გონივრული არჩევანია კომერციულ ნაგებობებში გამოსაყენებლად, როგორიცაა ოფისები, სასტუმროები, საავადმყოფოები, საწარმოო ქარხნები, ქიმიური გადამამუშავებელი ქარხნები და სხვა ობიექტები.

გათბობისა და კონდიცირების სისტემებში:

PPR მილები გამოიყენება გათბობისა და კონდიცირების სისტემებში, მათ შორის, იატაკქვეშა გათბობის სისტემებში. მაღალი ტემპერატურის გამძლეობის გამო, აღნიშნული მილები შესაფერისია იატაკზე ცხელი წყლის ნაკადის გადასატანად, რათა უზრუნველყოს სხივური გათბობა. კონდიცირების სისტემებში კი PPR მილები წყლის ნაკადის გადატანის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს გაგრილებისა და გათბობის მიზნით.

საცურაო აუზებსა და სპა დანადგარებში:

PPR ცივი და ცხელი წყლის მილების გამოყენება, ასევე, კარგი არჩევანია საცურაო აუზებსა და სპა დანადგარებში სანტექნიკის სისტემის, აუზის წყლის მიწოდების მოწყობილობებისა და გათბობის სისტემების გამართულად მუშაობისთვის.

Полипропиленовые (ППР) Трубы для Холодной и Горячей Воды  გვთავაზობს მრავალფეროვნებას, გამძლეობას და წინააღმდეგობას კოროზიისა და ქიმიური დაზიანების მიმართ, რაც მათ გამოყენებას შესაფერისს ხდის სანტექნიკისა და გათბობის სისტემებში ცივი და ცხელი წყლის ნაკადის გადატასითვის.

Поделиться:

Узнать Больше

Რა ნედლეულისგან მზადდება პოლიეთილენის მილი და რა უპირატესობები აქვს მას?!

პოლიეთილენის მილები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ თუ სოფლის მეურნეობის პროექტებში,  მათი შესანიშნავი თვისებებისა და მრავალფეროვანი გამოყენების გამო.   პოლიეთილენის მილები ძირითადად

გოფრირებული მილის როლი სახელმწიფო პროექტებში

Სახელმწიფო პროექტებში გოფრირებულ მილებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ის გამოიყენება როგორც ინსფრასქტრუქტურისთვის, როგორიცაა ავტომაგისტრალებისა და გზების მშენებლობა, ასევე სანიაღვრე, სადრენაჟე და

Პოლიეთილენის მილის როლი სარწყავ სისტემებში

სარწყავი სისტემების გაუმართავობის გამო ყოველწლიურად ტრილიონობით ტონა წყალი იკარგება, ამიტომ Მილების სწორად შერჩევა უმნიშვნელოვანესია სარწყავი სისტემების გამართულად მუშაობისთვის.  პოლიეთილენის მილები 

Кабельные гофрированные трубы

საკაბელო გოფრირებული მილები დამზადებულია უმაღლესი ხარისხის ნედლეულისა და უახლესი ტექნოლოგიის კომბინაციით, ეს არის მილების ის კატეგორია, რომელიც ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა

Start typing to see products you are looking for.