კანალიზაციის მილები – სწორი არჩევანი სანდო და ხანგრძლივი სისტემისთვის

კანალიზაციის სისტემა ხშირად უხილავი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მისი გამართულობა კი სწორ, გამძლე და სტანდარტების შესაბამის მილებზეა დამოკიდებული. არასაიმედო ან დაბალი ხარისხის გოფრირებული მილები იწვევს სისტემის გაჭედვას, გაჟონვას, დეფორმაციას და დამატებით ხარჯებს როგორც დროის, ისე ფინანსების თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროექტში გამოიყენოთ გამძლე, სტანდარტებთან შესაბამისი და ხანგრძლივი ექსპლუატაციის მქონე კანალიზაციის მილები.

ქართული მილიგთავაზობთ სრულყოფილ გადაწყვეტას – მაღალი ხარისხის სანიაღვრე და საკანალიზაციო გოფრირებულ და სპირალურ გოფრირებულ მილებს, რომლებიც სრულად შეესაბამება ევროპულ EN 13476-3:2018 სტანდარტს.

ქართული მილის“ საკანალიზაციო მილის ტიპები შემდეგნაირია:

  • გოფრირებული მილები: 100–1600 მმ, SN4–SN16, EN სტანდარტით;
  • სპირალური გოფრირებული მილები: დიდი დიამეტრები, მაღალი სიმტკიცე, ოპტიმალური ნაკადი;
  • პოლიპროპილენის მილები(PPR): 50–160 მმ, მდგრადი 60ºC-მდე, გრძელვადიანი გამოყენებისთვის.

გოფრირებული მილების ტექნოლოგია – რატომ მუშაობს ის ასე კარგად

გოფრირებული მილები ორმაგ კედლიან კონსტრუქციას აერთიანებს: გარე გოფრი უზრუნველყოფს სიმყარეს და მდგრადობას მიწის დატვირთვებისა და ტრანსპორტის ზეწოლის მიმართ, ხოლო შიდა გლუვი ზედაპირი უზრუნველყოფს წყლის შეუფერხებელ გადაადგილებას. ეს კომბინაცია გარანტიას გაძლევთ, რომ სისტემა გამოირჩევა საიმედოობით და გრძელვადიანი ექსპლუატაციით

საკანალიზაციო მილები

კანალიზაციის მილების გამოყენება

  • Гофрированные Трубы (100–1600 მმ, SN4–SN16, EN სტანდარტით):
  • გამოიყენება სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემებში მცირე და საშუალო დიამეტრის ქსელებისთვის, საცხოვრებელი ზონებისა და მუნიციპალური ინფრასტრუქტურისთვის. მაღალი სიმტკიცე და სტანდარტული კონსტრუქცია უზრუნველყოფს წყლის შეუფერხებელ გადაადგილებას და უსაფრთხო, გრძელვადიან ექსპლუატაციას.
  • სპირალური გოფრირებული მილები (დიდი დიამეტრები, მაღალი სიმტკიცე, ოპტიმალური ნაკადი):
    იდეალურია მასშტაბური საკანალიზაციო სისტემებისთვის, რომელსაც აქვს მაღალი დატვირთვა და დიდი ნაკადის მოცულობა. მათი კონსტრუქცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიმტკიცეს, ჰიდრავლიკურ ეფექტურობას და უსაფრთხოებას მაღალი დატვირთვის პირობებში.
  • PPR (პოლიპროპილენის) მილები (50–160 მმ, მდგრადი 60ºC-მდე):
    გამოიყენება სადგომებში, საცხოვრებელ და კომერციულ შენობებში, სადაც საჭიროა გრძელვადიანი ექსპლუატაცია მაღალი ტემპერატურისა და ქიმიური ნივთიერებების მიმართ მდგრადობის პირობებში. ისინი იდეალურია შიდა საკანალიზაციო სისტემებისთვის და მცირე დიამეტრის ქსელებისთვის.

როგორ ავირჩიოთ სწორი საკანალიზაციო მილი?

სწორი მილის არჩევა არის პროექტის წარმატებისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის საფუძველი. მისი არჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი:

  1. დანიშნულება: განსაზღვრეთ, მილების სისტემა შიდა საკანალიზაციო ქსელისთვისაა საჭირო თუ გარე მაგისტრალებისთვის.
  2. დიამეტრი: განსაზღვრეთ წყლის მოცულობა, მილსადენის სიგრძე და დახრის კუთხე. სწორი დიამეტრი უზრუნველყოფს ნაკადის შეუფერხებელ გადაადგილებას.
  3. სიმტკიცის კლასი: მილები მზადდება SN4–დან SN16-მდე კლასენში. ნაკლები სიმტკიცე საკმარისია საცხოვრებელი ზონებისთვის, ხოლო მაღალი სიმტკიცე აუცილებელია გზის ქვეშ ან მაღალი დატვირთვის ტერიტორიებზე.
  4. მასალა: HDPE გოფრირებული მილები, სპირალური გოფრირებული მილები და PPR პოლიპროპელინის მილები უზრუნველყოფენ კოროზიის, ქიმიური ზემოქმედებისა და მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადობას.
  5. პროფესიონალური კონსულტაცია: დაუკავშირდით სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ შეარჩიოთ ოპტიმალური მილი თქვენი პროექტის სპეციფიკის მიხედვით.

შესაბამისი მილის არჩევა ნიშნავს ნაკლებ რისკს, უსაფრთხო ექსპლუატაციას და ფინანსურ დანაზოგს.

ენერგოეფექტურობა, ეკონომიურობა და ეკოლოგიური მდგრადობა

გოფრირებული და პოლიპროპილენის მილები არ საჭიროებენ მუდმივ მოვლას ან რემონტს, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მომსახურებისა და ენერგიის ხარჯებს. სწორი მილების გამოყენება უზრუნველყოფს სტაბილურ ნაკადს, მინიმალურ ხარჯებს და მაქსიმალურ ეფექტურობას, როგორც საცხოვრებელ, ისე კომერციულ პროექტებში. გარდა ამისა, გოფრირებული და პოლიპროპილენის მილები სრულად გადამუშავებადია, არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, რაც თქვენს ინფრასტრუქტურულ პროექტს უფრო ეკოლოგიურად უსაფრთხოს ხდის.

რა გთავაზობთ “ქართული მილი”?

ფართო ასორტიმენტი:

  • გოფრირებული მილები 100-1600 მმ დიამეტრით
  • მილის სიმტკიცის კლასები: SN4, SN8, SN12, SN16
  • პოლიპროპელინის საკანალიზაციო მილები
  • შემაერთებელი ელემენტები და Фитинги

ევროპული ხარისხი:

  • EN 13476-3:2018 სტანდარტი
  • სერტიფიცირებული გოფრირებული მილების პროდუქცია
  • სისტემატური ხარისხის კონტროლი
  • გარანტირებული გამძლეობა

მომსახურების უპირატესობები:

  • ადგილობრივი წარმოება – სწრაფი მიწოდება
  • კონკურენტული ფასები – ოპტიმალური ღირებულება
  • ტექნიკური კონსულტაცია – უფასო დახმარება
  • მრავალწლიანი გამოცდილება – სანდო პარტნიორობა
  • მოქნილი თანამშრომლობის პირობები

წარმატებული პროექტები

“ქართული მილის” გოფრირებული და პოლიპროპელინის მილები გამოყენებულია:

  • საცხოვრებელ კომპლექსებში მთელი საქართველოს მასშტაბით
  • სამთავრობო და კომერციულ ობიექტებში
  • ინფრასტრუქტურულ პროექტებში
  • სასტუმროებსა და სავაჭრო ცენტრებში

საკანალიზაციო მილების სწორი არჩევანი არის ინვესტიცია, რომელიც განსაზღვრავს თქვენი სისტემის საიმედოობას მრავალი ათეული წლის განმავლობაში. თანამედროვე პოლიმერული მილები, განსაკუთრებით გოფრირებული და პოლიპროპელინის საკანალიზაციო მილები, წარმოადგენს ოპტიმალურ კომბინაციას ხარისხისა და ფასის თვალსაზრისით.

geopipe

როგორ შევუკვეთოთ?

„ქართული მილთან“ მარტივი კომუნიკაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

  • ტელეფონით: +995 551 03 03 03
  • ელფოსტით: info@geopipe.ge
  • ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.geopipe.ge/contact-us/
  • მისამართი:ქ.თბილისი, ქიზიყის ქ. N42

ჩვენი გუნდი მზად არის, რომ დაგეხმაროთ შესაფერისი პროდუქციის შერჩევაში და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია პროექტის წარმატებული განხორციელებისთვის. დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან ეწვიეთ ჩვენს ოფისს კონსულტაციისთვის.

Поделиться:

Узнать Больше

სადრენაჟე მილები – ნიადაგისა და შენობების დაცვის ეფექტური სისტემა

საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს არასაიმედო სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემები, რასაც ხშირ შემთხვევაში დაბალი ხარისხის ან არასწორად

Гофрированные Трубы

გოფრირებული მილები – გამძლე და უნივრესალური გადაწყვეტა თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის

მუნიციპალურ და კერძო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა არის არასწორად შერჩეული ან დაბალი ხარისხის მილსადენები, რომლებიც დროთა განმავლობაში იწვევს

სანიაღვრე მილები – ეფექტური წყლის მართვა და ტერიტორიის დაცვა

სანიაღვრე გოფრირებული მილები თანამედროვე ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც უზრუნველყოფს ნალექების ეფექტურ კონტროლსა და ტერიტორიების დაცვას. წყალდიდობის თავიდან აცილება, მიწის ეროზიის

გაზის მილები

გაზის მილები – უსაფრთხოების სტანდარტები და ხარისხის მნიშვნელობა

გაზმომარაგების სისტემა წარმოადგენს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე საინჟინრო ინფრასტრუქტურას, სადაც უსაფრთხოება და ხარისხი პრიორიტეტულია. გაზის მილსადენის ნებისმიერი კომპონენტი – გაზის მილი,