პოლიპროპილენის საკანალიზაციო (PPR) მილები

პოლიპროპილენის საკანალიზაციო (PPR) მილები

ჩვენს მიერ წარმოებული „PPR“ საკანალიზაციო მილები მდგრადია 60 ºC-მდე ტემპერატურის მიმართ და განკუთვნილია გრძელვადიანი გამოყენებისთვის მისი უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე. დიამეტრის დიაპაზონი არის 50 მმ-დან 160 მმ-მდე და სიგრძე 100 მმ-დან 3000 მმ-მდე.

I/D

L(mm)

50

150/250/500/1000

50

2000/3000/6000

75

150/250/500/1000

75

2000/3000/6000

110

150/250/500/1000

110

2000/3000/6000

125

150/250/500/1000

125

2000/3000/6000

160

150/250/500/1000

160

2000/3000/6000

200

150/250/500/1000

200

2000/3000/6000

250

150/250/500/1000

250

2000/3000/6000

315

500/1000

315

2000/3000/6000

ყველაფერი პოლიპროპილენის საკანალიზაციო (PPR) მილების შესახებ?

მასალა და სტრუქტურა:

პოლიპროპილენის საკანალიზაციო (PPR) მილები დამზადებულია მაღალი ხარისხის პოლიპროპილენისგან, რომელიც წარმოადგენს თერმოპლასტიკურ პოლიმერს. ამ მასალას აქვს ბევრი უპირატესობა, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის საკანალიზაციო სისტემებისთვის.

პოლიპროპილენის მილები, ძირითადად, ერთგვაროვანი პოლიპროპილენისგან შედგება. მილის სისქე და კედლის სტრუქტურა მისი გამოყენების სფეროსა და მოსალოდნელი დატვირთვის მიხედვით შეირჩევა.

პოლიპროპელინის მილების უპირატესობები:

  • გამძლეობა: პოლიპროპელინის მილები მდგრადია კოროზიის, ქიმიკატებისა და მექანიკური დაზიანებების მიმართ. ისინი არ იჟანგებიან და არ კარგავენ თვისებებს ხანგრძლივი გამოყენების შედეგად;
  • მსუბუქი წონა: PPR მილები მსუბუქია ტრადიციული ლითონის მილებთან შედარებით, რაც აადვილებს მათ ტრანსპორტირებას და მონტაჟს;
  • გლუვი შიდა ზედაპირი: მილის გლუვი შიდა ზედაპირი ამცირებს ხახუნს და ხელს უშლის ნალექების დაგროვებას, რაც აუმჯობესებს სისტემის ეფექტურობას და ამცირებს გაჭედვის რისკს;
  • მარტივი მონტაჟი: PPR მილების დამონტაჟება შესაძლებელია სპეციალური შედუღების აპარატის გამოყენებით, რაც უზრუნველყოფს მჭიდრო და გამძლე შეერთებებს;
  • ხმის იზოლაცია: PPR მილები ხელს უწყობენ ხმაურის შემცირებას, რაც უზრუნველყოფს კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს;
  • გრძელვადიანი გამოყენება: PPR მილები გამოირჩევა გრძელვადიანი გამოყენების ვადით და არ საჭიროებს ხშირ შეკეთებას.

პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილების მონტაჟი: 

პოლიპროპილენის (PPR) საკანალიზაციო მილების მონტაჟი არის სწრაფი და მარტივი პროცესი, რომელიც მოითხოვს სპეციალურ ინსტრუმენტებს და მონტაჟის სწორ ტექნიკას. მონტაჟის სიმარტივეს განაპირობებს რამდენიმე ფაქტორი:

  • მარტივი შეერთება: PPR მილები ერთმანეთთან ერთდებიან სპეციალური შედუღების აპარატის გამოყენებით. ეს პროცესი არ საჭიროებს დიდ ფიზიკურ ძალისხმევას და შედარებით სწრაფად სრულდება.
  • მსუბუქი წონა: PPR მილები ლითონის მილებთან შედარებით მსუბუქია, რაც მათ ტრანსპორტირებას და მონტაჟს აადვილებს.
  • გამძლე და მოქნილი მასალა: პოლიპროპილენი გამძლე მასალაა, რაც უზრუნველყოფს მილების სიმტკიცეს და გრძელვადიან ექსპლუატაციას. ამავდროულად, ის საკმაოდ მოქნილია, რაც მილების რთულ რელიეფზე და სხვადასხვა კუთხით მორგების საშუალებას იძლევა.
  • კოროზიისადმი მდგრადობა: პოლიპროპილენი არ იჟანგება და არ რეაგირებს ქიმიკატებთან მიმართებით, რაც ზრდის მილების ექსპლუატაციის ხანგრძლივობას და ამცირებს შეკეთების საჭიროებას.
  • გლუვი შიდა ზედაპირი: მილის გლუვი შიდა ზედაპირი ხელს უშლის ნალექების დაგროვებას და ამცირებს გაჭედვის რისკს.

მონტაჟის სიმარტივის გამო, PPR მილები ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა ობიექტში: საცხოვრებელ სახლებში, კომერციულ შენობებში და სამრეწველო ობიექტებში.

რა არის I/D, O/D და L(m)?

  • I/D (Internal Diameter) - მილის შიდა დიამეტრი, რომელიც განსაზღვრავს მის გამტარიანობას;
  • O/D (Outer Diameter) - მილის გარე დიამეტრი, რომელიც საჭიროა ინსტალაციის პირობების დასაგეგმად;
  • L(m) - მილის სიგრძე მეტრებში, რაც გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენი პოლიპროპილენის მილი იქნება საჭირო კონკრეტულ პროექტზე.

ქართული მილის მიერ წარმოებული „PPR“ საკანალიზაციო მილების დიამეტრის დიაპაზონი არის 50 მმ-დან 160 მმ-მდე და სიგრძე 100 მმ-დან 3000 მმ-მდე.

რატომ და როგორ უნდა შევუკვეთოთ პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილები "ქართულ მილში"?

რატომ უნდა შევუკვეთოთ?

  • მრავალწლიანი გამოცდილება ადგილობრივ ბაზარზე:

„ქართული მილი" დაარსდა 2015 წელს და ამავე წელს დაიწყო საკანალიზაციო და სარწყავი სისტემებისთვის მილების წარმოება;

  • მუდმივი განვითარება და სიახლეების დანერგვაზე ორიენტირება:

კომპანია დაარსების დღიდან აახლებს ტექნიკურ აღჭურვილობას და წარმოებაში უშვებს სხვადასხვა ტიპის მილებს, 2015 წლის შემდეგ, 2017 წელს დაამატა წყლისა და გაზის პოლიეთილენის მილების, ასევე, საკაბელო გოფრირებული მილების წარმოება, 2024 წელს კი წარმოებაში ჩაეშვა პოლიპროპილენის ცივი და ცხელი წყლის მილები;

  • კომპანიის პროდუქტის მაღალი ხარისხი და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობა:

კომპანიის მიერ დამზადებული პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილები სრულად შეესაბამება ISO 15874 საერთაშორისო სტანდარტებს, რაც ხაზს უსვამს მის ხარისხს,  შესაბამისად, მინიმუმამდეა დაყვანილი რაიმე სახის დაზიანებისა და გაჟონვის რისკები. „PPR“ საკანალიზაციო მილები მდგრადია 60ºC-მდე ტემპერატურის მიმართ და განკუთვნილია გრძელვადიანი გამოყენებისთვის სწორედ მისი უმაღლესი ხარისხიდან გამომდინარე;

  • გამოცდილი, მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული გუნდი:

კომპანია “Geopipe”-ში წარმოების პროცესი იმართება მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, რომლებსაც აქვთ ევროკავშირის წამყვან საწარმოებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, ამასთანავე, კომპანიის პრიორიტეტს ადგილობრივი კადრების გადამზადება წარმოადგენს, რის შედეგადაც კომპანიაში მაღალი დონის სპეციალისტების რაოდენობა იზრდება. 

  • ხელმისაწვდომი ფასი და საგარანტიო პირობები:

“Geopipe”-ის პოლიპროპილენის საკანალიზაციო მილების შეძენა მომხმარებელს კონკურენტუნარიანი ფასებითა და საგარანტიო პირობებით შეუძლიათ.

როგორ შევუკვეთოთ?

„ქართულ მილთან" მარტივი კომუნიკაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

  • ტელეფონით: +995 551 03 03 03
  • ელფოსტით: info@geopipe.ge
  • ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს ვებგვერდს: https://www.geopipe.ge/contact-us/
  • მისამართი: ქ. თბილისი, ქიზიყის ქ. N42

ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ შესაფერისი  პოლიპროპელინის მილების შერჩევაში და მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან ეწვიეთ ჩვენს ოფისს კონსულტაციისთვის.

გაზიარება:

მეტი სიახლე

კერძო სახლის საკანალიზაციო სისტემა

როგორ ავირჩიოთ სწორი საკანალიზაციო მილი კერძო სახლისთვის

სახლის მშენებლობა მხოლოდ კედლების აღმართვა და სახურავის გადახურვა არ არის — ის დეტალებით იწყება. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი დეტალი საკანალიზაციო სისტემაა,

გოფრირებული მილები რთულ მეტეოლოგიურ პირობებში

გოფრირებული მილის უპირატესობები მძიმე კლიმატურ პირობებში

თანამედროვე წყალგაყვანილობის სისტემები სულ უფრო ხშირად დგება ახალი გამოწვევების წინაშე, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მძიმე კლიმატური პირობები — ძლიერი წვიმები,

რატომ ჯობია პლასტმასის მილები რკინისას

პლასტმასის მილები თუ მეტალის? – რა უნდა ვიცოდეთ არჩევისას

სანტექნიკური სისტემის დაგეგმვისას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა მილის ტიპის არჩევა. ბაზარზე გავრცელებულია ორი ძირითადი მასალა – პლასტმასის მილები და მეტალის

გოფრირებული მილების უპირატესობები

რატომ ირჩევენ გოფრირებულ მილებს დრენაჟისა და წყალმომარაგებისთვის?

დღეს, როცა ქალაქები ფართოვდება და ინფრასტრუქტურული დატვირთვა იზრდება, ყოველი დეტალი გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. თანამედროვე სამშენებლო სექტორში მზარდია მოთხოვნა ხარისხიან, მდგრად

Start typing to see products you are looking for.